„ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით, აკრძალულია მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით დაწვა. ღია წესით დაწვა გულისხმობს ფოთლების, ბაღისა თუ პარკის ნარჩენების, სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაწვას, რაზეც სანქცია 200 ლარია“, – აღნიშნა გრიგოლ ფოჩხიძემ.
ფოჩხიძის განმარტებით, დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საბურავის დაწვის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარია.