გორში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
Sputnik

თბილისი, 23 აპრილი - Sputnik. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გორიჯვრის მიმდებარედ ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.