მსოფლიო დღეს

ასტროლოგი: „შერეკილი" ზელენსკი უკრაინას განაცვიფრებს

ასტროლოგის თქმით, ზელენსკის პრეზიდენტობა უკრაინისთვის იქნება კუროსებრ-ოლიგარქიული ქვეყნიდან მერწყულისებრ-დემოკრატიულ სახელმწიფოდ გარდასახვა.
Sputnik

ასტროლოგი ვლად როსი უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მას სათანადოდ არ აფასებენ და მიიჩნევენ, რომ ის პატარა, უძლური, უღიმღამო ადამიანია.

„ზელენსკის ჰოროსკოპში მთვარისა და სატურნის შერწყმაა. გარეგნულად ის, შესაძლოა, ცოტა „შერეკილი" ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში საკმაოდ ხისტი, მკაცრი ადამიანია, რომელსაც შეუძლია ხელისუფლების საკუთარ ხელში კონცენტრირება და ეფექტური მართვა", – განაცხადა ასტროლოგმა.

ვლად როსი ინტერნეტ-გამოცემა „გლავრედთან" ამბობს, რომ მას აქვს ხელმძღვანელობის უნარი და, რაც მალე თვალსაჩინო გახდება, სახელმწიფოს მართვის უნარი. მთვარის სატურნთან შერწყმა მიუთითებს, რომ ადამიანს შეუძლია ხელისუფლებაში ყოფნა და ძალაუფლების ხელში აღება.

ასტროლოგი: „შერეკილი" ზელენსკი უკრაინას განაცვიფრებს

ვლადიმირ ზელენსკის ჰოროსკოპი ერთ რამეზე მეტყველებს: IT-ტექნოლოგიები, კომპიუტერული ტექნოლოგიები, ნანოტექნოლოგიები და მომავალთან დაკავშირებული ყველა ტექნოლოგია ზელენსკის მმართველობის დროს უკრაინაში აყვავდება.

„პრეზიდენტ ზელენსკის პრეზიდენტობის დროს უკრაინას კუროსებრ-ოლიგარქიული ქვეყნიდან მერწყულისებრ-დემოკრატიულ სახელმწიფოდ გარდასახვა ელოდება. ზელენსკი ჰოროსკოპით მერწყულია, ხოლო მერწყული, ტრადიციულად, მომავალთან დაკავშირებული ნიშანია ახალი შესაძლებლობებით, აღმშენებლობით, ახლის ქმნით. და ეს ყველაფერი, უმეტესწილად, საშუალო კლასს ეხება", – აცხადებს ასტროლოგი.

როსმა აღნიშნა, რომ მერწყული – ეს რეფორმატორია, ამიტომ ზელენსკისგან ელოდება რეფორმებს და თან ისეთ რეფორმებს, რომლებიც ბევრს გააოცებს.

ასტროლოგი: „შერეკილი" ზელენსკი უკრაინას განაცვიფრებს

„მერწყულს „ძველ მასალაზე" მუშაობა არ შეუძლია. მას სჭირდება რეფორმები, ნოვაციები და ცვლილებები. ერთი რამის თქმა ნამდვილად შეიძლება: ზელენსკის დროს „ნიღბების შოუ" ნამდვილად დასრულდება და ეს შესანიშნავია ქვეყნისთვის. მნიშვნელოვნად შემცირდება ბიუროკრატია. ის მხარს დაუჭერს ხალხთან დიალოგს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებზე. ამით უკრაინა შვეიცარიას დაემსგავსება", – განაცხადა როსმა.

ამასთან ერთად, ასტროლოგმა აღნიშნა, რომ ზელენსკი როდესაც თავისი მოვალეობების შესრულებას შეუდგება, ძირითად თანამდებობებზე ძველი კადრები იქნებიან, რომლებიც მისთვის ხელის შეშლას შეეცდებიან. სულ ცოტა ხანში, შესაძლოა, მისი იმპიჩმენტიც კი შეთითხნონ. მაგრამ ახლა იმის თქმა, გაჩერდება თუ არა მთელი ხუთი წელი ის პრეზიდენტის პოსტზე, რთულია. მნიშვნელოვანი იქნება ინაუგურაციის თარიღი და დრო, „ძალზე მნიშვნელოვანი“, აღნიშნა როსმა.

ასტროლოგი: „შერეკილი" ზელენსკი უკრაინას განაცვიფრებს

მან ასევე დასძინა, რომ ზელენსკის, შესაძლოა, საფრთხე მოელის. ინსაიდერული ინფორმაციით, მისი ლიკვიდაცია სურთ. ამიტომ მან სათანადო დაცვაზე უნდა იზრუნოს.

ვლადიმირ ზელენსკი – უკრაინის საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწე, შოუმენი, მსახიობი, სცენარისტი, რეჟისორი, პროდიუსერი. მან მონაწილეობა მიიღო უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომლის მეორე ტური კვირას გაიმართა.

უკრაინის ცესკოს მონაცემებით, ოქმების 89,41%-ის დამუშავების შემდეგ ზელენსკი იღებს ამომრჩეველთა ხმების 73,19%-ს, ხოლო სახელმწიფოს მოქმედი მეთაური პეტრო პოროშენკო – 24,48%-ს.