რუსთავში 15 წლის გოგონას ეძებენ

მოზარდი რუსთავში დღეს დაიკარგა
Sputnik

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. რუსთავში სამართალდამცველები 15 წლის გოგონას ეძებენ, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მოზარდი რუსთავში დღეს დაიკარგა. ოჯახმა გოგონას გაუჩინარების თაობაზე პოლიციას დღესვე აცნობა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც    თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობით, დაკარგული ბავშვის პოვნის მიზნით შესაბამისი სამძებრო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.