რუსთავში 15 წლის დაკარგული გოგონა იპოვეს

მოზარდი რუსთავში, ბებიასთან ერთად ცხოვრობს
Sputnik

თბილისი, 22 აპრილი - Sputnik. 15 წლის გოგონა, რომელსაც რუსთავში მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ, პოლიციამ იპოვა, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ შსს-ში.

რუსთავში 15 წლის გოგონას ეძებენ

პოლიციის ცნობით, გოგონა თავს კარგად გრძნობს.

მოზარდი რუსთავში დღეს დაიკარგა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ცნობით, მოზარდი რუსთავში, ბებიასთან ერთად ცხოვრობს. რუსთავის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, თამარ ხეჩიკაშვილის განმარტებით, გოგონა დღეს სკოლაში არ მისულა.

ოჯახმა გოგონას გაუჩინარების თაობაზე პოლიციას დღესვე აცნობა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.