თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. შავი ზღვის სანაპიროზე, ქობულეთში ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა, აცნობა „Sputnik-საქართველოს" მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა არჩილ გუჩმანიძემ.
მკვდარი დელფინი ერთ-ერთმა ტურისტმა ორშაბათს, დილით სანაპიროზე სეირნობისას აღმოაჩინა.
„ადგილზე უკვე ვიყავით. ამ ეტაპზე ძუძუმწოვრის სიკვდილის ზუსტ მიზეზს ვერ დაგისახელებთ. მიმდინარეობს გამოკვლევა", – აღნიშნა გუჩმანიძემ.
საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, განმუხურიდან სარფამდე 2017 წელს ზღვამ 98 ძუძუმწოვარი გამორიყა
ზღვის ძუძუმწოვართა დაღუპვის ოთხი ძირითადი მიზეზი არსებობს. პირველი — ბიოლოგიური სიკვდილი, როდესაც ძუძუმწოვრები ბუნებრივი სიკვდილით იღუპებიან. მეორე — პათოლოგიები, რომლებიც დაავადებებსა და ინფექციებს უკავშირდება. მესამე — სანავიგაციო ტრავმა, როდესაც ისინი გემებს, კატარღებს ეჯახებიან და კვდებიან, და მეოთხე მიზეზი — თევზსაჭერ ბადეებში მოხვედრა.