ქობულეთში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

სავარაუდოდ, ხანძარი სანთლისგან გაჩნდა
Sputnik

თბილისი, 21 აპრილი - Sputnik. ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ბათუმში დამწვარ სახლში მეხანძრეებმა ოქროს სამკაულები იპოვეს

გავრცელებული  ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაიწვა სახლის სხვენი და სამი ოთახი, დამწვარია სახურავიც, ასევე დაზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთები და ავეჯი.

სავარაუდოდ, ხანძარი სანთლისგან გაჩნდა.

ადგილზე სამი სახანძრო სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.