ცრემლსადენი გაზი, ხელკეტები და რეზინის ტყვიები: რა ვითარებაა პანკისის ხეობაში

ჯერჯერობით უცნობია პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას დაშვებულთა კონკრეტული რაოდენობა.
Sputnik

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik.  პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.

აქციის მონაწილე: მოსახლეობა შორიდან ვერ იდგება და ვერ უყურებს ჰესის მშენებლობას...>>>

პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე მცირე ჰესის „ხადორი 3"-ის სამშენებლო სამუშაოების განახლებას ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. დღეს დილას სოფელ ბირკიანში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. 

სროლა და შეტაკებები პანკისის ხეობაში: ადგილობრივები ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ

აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები დაუშინეს. სპეცრაზმმა კი  შეკრებილების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა შორის არიან როგორც ადგილობრივები, ისე  სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები.

ჯერჯერობით უცნობია დაშვებულთა კონკრეტული რაოდენობა.

ვითარება  მას შემდეგ დაიძაბა, რაც ხეობაში დამატებითი ძალები იქნა შეყვანილი.

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობა გასული წლის ივნისში მოსახლეობამ შეაჩერა. პანკისის ხეობაში მესამე ჰესს კომპანია „ალაზანი ენერჯი“ აშენებს. „ხადორი 3“-ის მშენებლობის დასრულება 2019 წლის დეკემბრამდეა დაგეგმილი.