ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ ავტომაგისტრალზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ავტომაგისტრალზე არსებული სიტუაციის შესახებ იუწყება
Sputnik

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია  მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. აკრძალვები დაწესდა ინტენსიური თოვისა და ქარბუქის გამო.

ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი ავტომაგისტრალი ორივე მიმართულებით დაიკეტა >>

„ზემო ლარსის" ალტერნატივა: ანაკლიის პორტი სომხეთისთვის ახალი პერსპექტივაა

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მლეთა-გუდაურის (სოფელ ქვემო მლეთადან გზის 85-ე კმ მონაკვეთამდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ავტომაგისტრალი საქართველოსა და რუსეთის დღეისათვის ერთადერთი დამაკავშირებელი გზაა. ზამთრის პერიოდში არსებული რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო იქ ხშირად იქმნება პრობლემები. ტრაგიკული შედეგების პრევენციის მიზნით გზა ხშირად იკეტება.