ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

რუსული ხელოვნების ბლოკადა: რატომ უნდა შევიძინოთ სამამულო?

პოლიტიკური ვითარება და მოდა ცხოვრების ყველა სფეროზე აისახება, მაგრამ ალბათ ყველაზე მწვავედ ხელოვნებაში ვლინდება.
Sputnik

პოლიტიკური ვითარება და მოდა ცხოვრების ყველა სფეროზე აისახება, მაგრამ ალბათ ყველაზე მწვავედ ხელოვნებაში ვლინდება. რუს მხატვრებს მხარდაჭერა სჭირდებათ და იღებენ კიდეც მას - მათ შორის, აუქციონებზე. იმის შესახებ, თუ რატომაა უმჯობესი ნაციონალური ავტორების ნამუშევრების შეძენა და შესაძლებელია თუ არა არტბაზარზე იმპორტის ჩანაცვლება, „რია ნოვოსტის“ მასალიდან გაიგებთ.

პრობლემების მოგვარება შესაძლებელია

რუსული ხელოვნების ბლოკადა: რატომ უნდა შევიძინოთ სამამულო?

„რუსებისთვის უკვე აღარ არის საკმარისი, და უკვე დაგვიანებულიცაა, ბალეტითა და კოსმოსით ტრაბახი, - ფიქრობს ალექსანდრე შაროვი, 11.12 Gallery-ს დირექტორი, - ისმის კითხვა: რას ვუტოვებთ მომავალ თაობებს ჩვენი დროიდან? ჩემი პასუხია - თანამედროვე ხელოვნება, რომელსაც დღეს, სამწუხაროდ, იმდენ ყურადღებას არ უთმობენ, რამდენიც სასურველია“.

ექსპერტის აზრით, ამის მიზეზი რამდენიმეა: ეკონომიკური ვითარება - კოლექციონერები არ აბანდებენ ფულს ხელოვნებაში, ცოტა სპონსორია, რომელსაც „ნათელი მომავლის“ სჯერა. მსოფლიოს სამხატვრო საზოგადოებასთანაც არასაკმარისად ხშირი და ახლო ურთიერთობა გვაქვს.

 „საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა 40-100 ათასი ევრო ჯდება, ხოლო იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს გარანტია, რომ ნახატი გაიყიდება, ასეთ რისკზე ბევრი ვერ მიდის, - დასძენს ალექსანდრე, - ეს მხატვრებს, რა თქმა უნდა, ვერანაირ შედეგს ვერ მოუტანს - ტილოს შესაფასებლად მხოლოდ ინტერნეტი საკმარისი არ არის“.

კიდევ ერთი სირთულე, რომელსაც გალერეების მფლობელები აწყდებიან (ხშირად ისინი ახალგაზრდა მხატვრების მენეჯერების ფუნქციებსაც ასრულებენ), არის შედარებით მაღალბიუჯეტიანი მუზეუმებისთვის კონკურენციის გაწევის აუცილებლობა. თუმცა ბევრს სჯერა, რომ ადგილობრივ ბაზარზე არიან ნიჭიერი ხელოვანები, რომელთა ნამუშევრების გაყიდვაზე ზრუნვა შედეგს გამოიღებს.

აუქციონის დახმარება

რუსული ხელოვნების ბლოკადა: რატომ უნდა შევიძინოთ სამამულო?

„საჭიროა მთელი ძალისხმევა მივმართოთ ქვეყნის შიგნით შინაარსიანი კულტურული პროგრამის შექმნისკენ, - ამბობს ვლადიმერ ოვჩარენკო, თანამედროვე ხელოვნების აუქციონის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, - ეჭვი არ მეპარება, რომ იმპორტის ასეთი თავისებური ჩანაცვლება რუსული ხელოვნების ფარულ პოტენციალს გამოავლენს და ადრე თუ გვიან მსოფლიო არენაზე მისი რეალიზების შესაძლებლობას მოგვცემს“.

აუქციონს სახელწოდებით „ჩვენი დროის გმირები“ ადგილობრივი სამხატვრო ბაზრის მოთამაშეები უნიკალურს უწოდებენ.

„როგორც წესი, აუქციონები მეორეულ საქონელზე იმართება, ანუ კოლექციონერები ყიდულობენ სხვა კოლექციონერების კოლექციებში დაცულ ნახატებს, - ამბობს სერგეი პოპოვი, Pop/off/art gallery-ს გენერალური დირექტორი. - მაგრამ „გმირებზე“ გამოიტანენ გალერეებიდან შერჩეულ „თავდაპირველ“ ნამუშევრებს. ეს არის თავისებური მცდელობა, დავეხმაროთ უშუალოდ მხატვრებს“.

საინტერესოა ლოტების კრებულიც: გამოიფინებიან მხოლოდ თანამედროვე მხატვრები და ყველა მათგანი თითო ნამუშევრით იქნება წარმოდგენილი. იქნებიან როგორც უფროსი თაობის ოსტატები, მაგალითად, ზურაბ წერეთელი და ერიკ ბულატოვი, ისე ახალგაზრდა ავტორები.

„რუსეთის თანამედროვე ხელოვნების ერთგვარი მიმოხილვა გამოგვივა, - ხაზს უსვამს სერგეი პოპოვი. - აუქციონის ლოტების შესწავლა დაგვეხმარება დღეს ამ სფეროში არსებული ვითარების უკეთ გაგებაში“.

ხელოვნება ბლოკადაში?

რუსული ხელოვნების ბლოკადა: რატომ უნდა შევიძინოთ სამამულო?

„ვერაფერს ვიტყვით იმაზე, მონაწილეობენ თუ არა რუსულ აუქციონებში უცხოელი მყიდველები, აუქციონები ხომ ხშირად ანონიმურობის პირობით იმართება, - ამბობს სერგეი გრიდჩინი, გალერეა Gridchinhall-ის დამფუძნებელი, - მაგრამ მათთვის არავითარი დაბრკოლება არ არსებობს. ისევე როგორც, არაფერი უშლის ხელს მხატვარს საერთაშორისო ბაზარზე გასვლაში. რეაქცია, ძირითადად, ასეთია: „რუსი?! არა უშავს, ვის არ მოსვლია“.

ექსპერტები თანხმდებიან: რუს მხატვრებზე მსოფლიო მოთხოვნილება ამჟამად არც ისე მაღალია. ბოლო დროს შედარებით იკლო კიდეც.

მაგრამ არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც. გალერეა „ტრიუმფის“ დამფუძნებელი, დიმიტრი ხანკინი, დარწმუნებულია, რომ რუსეთში არტბაზარი მოკვდა. „დღეს საზღვარგარეთ ყველაფერი რუსული მომწამვლელია, - ამბობს ექსპერტი. - მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩვენ ყველანი კარგო-კულტს ვემსხვერპლეთ: ვკიდებდით კედლებზე რაღაც ნახატებს, ვსამდით ძვირფას შამპანურს და სტუმრად ვეპატიჟებოდით ნიანგის ტყავის ჩანთებიან ადამიანებს“.

ახალი შინაარსი

რუსული ხელოვნების ბლოკადა: რატომ უნდა შევიძინოთ სამამულო?

„აივაზოვსკი XIX საუკუნეში, ფოტოაპარატის გამოგონებამდე, ზღვას ხატავდა. ახლა ნებისმიერს შეუძლია ფოტოს გადაღება, მისი დამუშავება რედაქტორში და კლასიკოსთან გაჯიბრება, - ამბობს ვლადიმერ ოვჩარენკო. - დღეს ხელოვნება - არა ფიგურატიული რეალისტური ნახატია, არამედ გაცილებით უფრო მეტი - ახალი შინაარსი“.

ექსპერტის აზრით, ამ შინაარსს, რომელიც, შესაძლოა, ყოველთვის არ იყოს ადვილად აღსაქმელი და მისაღები, ეძებენ კოლექციონერები. და სწორედ ასეთი შინაარსიანი ნამუშევრების შეთავაზება შეუძლიათ რუს მხატვრებს.

„თანამედროვე სამამულო ხელოვნება საერთაშორისო არენაზე აღიქმება უფრო მეტად როგორც საინტერესო ეგზოტიკა და არა როგორც მასშტაბური მოვლენა, - ფიქრობს ხელოვნებათმცოდნე პაველ როდკინი, - მაგრამ არ შეიძლება გლობალური კონიუნქტურის არასათანადოდ დაფასება - მოდა კი მარტივად შეიძლება შეიცვალოს“.

ექსპერტის აზრით, გავლენის კარგი ინსტრუმენტია ქვეყნის ბრენდის გატანა სახელმწიფო დონეზე - თანამედროვე ხელოვნების დანიშნულება ხომ მსოფლიო საზოგადოებრიობის თვალში ქვეყნის წარმოჩენაა.