ევაკუაცია „ევექსის“ კლინიკიდან: შენობაში ბუნებრივი გაზის სუნი იგრძნეს

ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებიან.
Sputnik

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. თბილისში თავხელიძის ქუჩაზე მდებარე „ევექსის“ კლინიკიდან ევაკუაცია გამოცხადდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ევაკუაციის მიზეზი ბუნებრივი გაზის სუნი იყო.

ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებიან.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.