ბათუმში მამაკაცმა სწრაფი ჩარიცხვის 23 აპარატი გაქურდა

ბრალდებულმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ე.წ. „ატმიჩკის“ გამოყენებით კუპიურების მიმღები ყუთი მოხსნა
Sputnik

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით 30 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის 14 აპარატი გაქურდეს

ბრალდებულმა ჰეიდარ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ე.წ. „ატმიჩკის“ გამოყენებით კუპიურების მიმღები ყუთი მოხსნა, სადაც თანხა ინახებოდა.

სამართალდამცველებმა დამნაშავე შემთხვევის ადგილზე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია: ე.წ. „ატმიჩკები“, კუპიურების მიმღები ყუთი და 5 ათას ლარამდე თანხა.

გამოკითხვისას, დაკავებულმა მიმდინარე წელს ჩადენილი სწრაფი ჩარიცხვის 23 აპარატის გაქურდვის ფაქტი აღიარა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 19-177-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს და ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე ვადით პატიმრობას.