ბათუმში დამწვარ სახლში მეხანძრეებმა ოქროს სამკაულები იპოვეს

ბათუმში კომახიძის ქუჩაზე ძლიერი ხანძარი ლიკვიდირებულია
Sputnik

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. ბათუმის ისტორიულ ნაწილში საცხოვრებელ სახლში ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ მეხანძრეებმა ოქროს სამკაულები იპოვეს, ნათქვამია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ბათუმში დამწვარ სახლში მეხანძრეებმა ოქროს სამკაულები იპოვეს

ხანძარი კომახიძის ქუჩაზე შაბათს დილით გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მონაცემებით, ხანძრის შედეგად დამწვარია 450 კვადრატული მეტრი ფართობი.

„მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა შენობის მნიშვნელოვანი ნაწილის გადარჩენა. ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველებმა დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა აღმოაჩინეს. აღმოჩენილი ძვირფასეულობა დაუბრუნდა მეპატრონეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ადგილზე 11 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.

ბათუმში დამწვარ სახლში მეხანძრეებმა ოქროს სამკაულები იპოვეს

ადრე ბათუმის მერიაში განაცხადეს, რომ რვა დაზარალებულ ოჯახს დროებითი საცხოვრებელი ფართი შესთავაზეს.

პირველი არხის მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.