იუმორისტი ვასო ფხაკაძე: საკუთარ ქორწილში სკუტერით მივედი

იუმორისტი ვასო ფხაკაძე იხსენებს, სად და რა ვითარებაში დაიწერეს ჯვარი მან და ლიკა მეტრეველმა.
Sputnik
იუმორისტი ვასო ფხაკაძე: საკუთარ ქორწილში სკუტერით მივედი

„ძალიან მაგარი ქორწილი გვქონდა, ძალიან გავერთეთ. ზოგი თავის ქორწილში ლიმუზინით მიდის, ზოგი თვითმფრინავით, ვერტმფრენით დაჯდება და ისე მიდის პატარძალთან. მე სკუტერით მივედი“, — იხსენებს ვასო ფხაკაძე.

იუმორისტი ვასო ფხაკაძე და მოდელი ლიკა მეტრეველი ოთხი წლის წინ დაქორწინდნენ. ქორწინებიდან წყვილს ორი შვილი ჰყავს.