რა თანხის გატანა შეძლო სამმა შეიარაღებულმა პირმა Liberty Bank-დან

ამ დროისთვის თავდამსხმელების დაკავების მიზნით ინტენსიური ღონისძიებები ტარდება.
Sputnik

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. უცნობმა პირებმა, რომლებიც ვარკეთილში მდებარე „ლიბერთი ბანკის" (Liberty Bank) ერთ-ერთ ფილიალს თავს დაესხნენ, დაახლოებით 2 ათასი ლარი წაიღეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სისხლიანი თავდასხმა Liberty Bank-ზე – დაჭრილები არიან ბანკის თანამშრომლები

პარასკევს, დილით სამი ნიღბიანი შეიარაღებული პირი სუხიშვილის ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალს თავს დაესხა, რის შედეგადაც თავის ტრავმა მიიღო ორმა ქალმა – ბანკის კლიენტებმა.

ამ დროისთვის პოლიციამ შემთხვევის ადგილზე მუშაობა დაასრულა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა „ყაჩაღობის" მუხლით, რაც ითვალისწინებს ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა. ამჟამად თავდამსხმელების დაკავების ინტენსიური ღონისძიებები ტარდება.