მსოფლიო დღეს

თურქეთში ქურდობის დროს ნაჭამმა ორცხობილამ ქართველები „ჩაუშვა“

ბრალდებულები ანკარაში ძვირადღირებული საცხოვრებელი სახლებიდან ძვირფას ნივთებს იპარავდნენ.
Sputnik

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელებმა ანკარაში ქურდობის ბრალდებით ოთხი ქართველი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ქურდობის ფაქტი თბილისში: გურამიშვილის ქუჩაზე მანქანა გატეხეს

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულები ანკარაში ძვირადღირებული საცხოვრებელი სახლებიდან ძვირფას ნივთებს იპარავდნენ.

ერთ-ერთი სახლის გაქურდვისას ქურდებს სახლში დარჩათ ორცხობილა. პოლიცია სწორედ ამ ორცხობილის კვალს მიჰყვა და იმ მაღაზიის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გაშიფრა, სადაც ეს ორცხობილა იყიდეს.

ნივთმტკიცებად ამოღებულია საათები, კომპიუტერები, ოქროს სამკაულები და ფული. ბრალდებულებს მოპარული ნივთები ნაქირავებ ბინაში ჰქონდათ შენახული.