ზემო ლარსი დღეს: მანქანები „თოვლის ტყვეობიდან“ გამოიყვანეს

რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ჩარჩენილი ადამიანების გადასარჩენად შსს-ს და მთის კურორტების განვითარების კომპანიის წარმომადგენლები გაემართნენ
Sputnik

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ჩარჩენილი ტრანსპორტი და მგზავრები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ვითარება გზებზე: უამინდობის გამო გუდაურის მიმართულებით მოძრაობა აიკრძალა >>

ოთხშაბათს ერთ-ერთი მისაბმელიანი მანქანა მოცურდა და მან სავალი ნაწილი დაკეტა, შედეგად ავტობუსისა და რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანის საუღელტეხილო მონაკვეთზე ჩარჩენა გამოიწვია. ავტობუსში 20 მგზავრი იმყოფებოდა.

„ზემო ლარსის" ალტერნატივა: ანაკლიის პორტი სომხეთისთვის ახალი პერსპექტივაა

ინციდენტი მოხდა მანამდე, სანამ მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

პრობლემა გადაიჭრა მას შემდეგ, რაც ჩაირთო საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტარქტორი ორგანიზაციის, საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის წარმომადგენლები. ადამიანები და ტრანსპორტი ადგილიდან უსაფრთხოდ გამოიყვანეს.

კობი-გუდაურის მონაკვეთზე გზის გაწმენდას შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დაიწყებენ.