კვლავ Liberty bank-ი: ჩასარიცხი აპარატის გაქურდვის მცდელობისას 30 წლის მამაკაცი დააკავეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით 30 წლის მამაკაცი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გლდანში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა მოხდა

უწყების ცნობით, ბრალდებული ფონიჭალაში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი Liberty bank-ის („ლიბერთი ბანკი") ჩასარიცხი აპარატის გაქურდვას ცდილობდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.