სტუდენტებმა თბილისის ეკოლოგიური პრობლემები მარშით გააპროტესტეს

Sputnik

სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა ორშაბათს თბილისის ცენტრში გამართეს საპროტესტო აქცია გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მოთხოვნით. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ მიმდინარეობდა აქცია.

აქციის ორგანიზატორი იყო მოძრაობა „საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები“. ღონისძიების ლოზუნგი იყო – „გამოდი გარემოსთვის, გაიფიცე გარემოსთვის!“.

აქციის საშუალებით მისმა მონაწილეებმა სცადეს თბილისის მერიის ყურადღების მიპყრობა დედაქალაქის ეკოლოგიური პრობლემებისკენ.

აქტივისტთა თქმით, გამუდმებული „საცობები“ ანადგურებს ქალაქს, გარემო დღითიდღე ბინძურდება, ჰაერი – იწამლება.

„ახალგაზრდა მწვანეებმა“ დღევანდელ დღეს ისტორიული უწოდეს და ყველას მოუწოდეს, შეუერთდნენ მათ აქციას სუფთა ჰაერისათვის. როგორც ისინი აცხადებენ, თუ თბილისის მერია არ მიიღებს არავითარ ზომებს, აქციები პერმანენტული გახდება.

1 / 14
თავიდან აქციის მონაწილეებმა მეტრო „რუსთაველთან“ მოიყარეს თავი
2 / 14
სტუდენტებს ჰქონდათ პლაკატები და ტრანსფარანტები
3 / 14
ღონისძიების ლოზუნგი გახდა - „გამოდი გარემოსთვის, გაიფიცე გარემოსთვის!“
4 / 14
აქციის ორგანიზატორი იყო მოძრაობა „საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები“
5 / 14
აქტივისტებმა განაცხადეს, რომ ისინი უარს ამბობენ სასწავლო დაწესებულებებში დაბრუნებას, რადგან მიაჩნიათ, რომ სკოლებისა და უნივერსიტეტების კედლები მათ ვერ დაიცავს მოწამლული ჰაერისგან და სხვა ეკოლოგიური პრობლემებისგან
6 / 14
აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებისგან მოითხოვეს სიტყვებიდან მოქმედებაზე დაუყოვნებლივ გადასვლა და ქალაქის ეკოლოგიური პრობლემების მაქსიმალურად მოკლე დროში მოგვარება
7 / 14
გარემოს ახალგაზრდა დამცველების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო თბილისში ტრამვაის დაბრუნება, რადგან ქალაქი იწამლება გამონაბოლქვითა და საცობებით
8 / 14
აქციის მონაწილეებმა მერიისგან ასევე მოითხოვეს ტროტუარების მანქანებისგან გაწმენდა და თბილისის ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობა
9 / 14
აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, თუ თბილისის მერია არავითარ ზომებს არ მიიღებს, საპროტესტო აქციები პერმანენტულს ხასიათს მიიღებს
10 / 14
აქციის მონაწილეების თქმით, გამუდმებული საცობები პირდაპირი გაგებით ანადგურებს ქალაქს, გარემო და ჰაერი ყოველდღე უფრო და უფრო ბინძურდება
11 / 14
„ახალგაზრდა მწვანეების“ აქციაში მონაწილეობა ათობით სკოლის მოსწავლემ და სტუდენტმა მიიღო
12 / 14
„ახალგაზრდა მწვანეებმა“ დღევანდელ დღეს ისტორიული უწოდეს და ყველას მოუწოდეს, შეუერთდნენ მათ აქციას სუფთა ჰაერისათვის
13 / 14
აქციის მონაწილეობა მსვლელობით გაიარეს რუსთაველის გამზირი. მსვლელობის დროს უსაფრთხოების მიზნით მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია
14 / 14
„თქვენ არ ზრუნავთ გარემოზე, ესე იგი არ ზრუნავთ ჩვენზე! ჩვენ, მოსწავლეები და სტუდენტები, ვიწყებთ გაფიცვას ჩვენი ქალაქისათვის. ქალაქისათვის, რომლის ქუჩებშიც ჩვენ ვიგუდებით, გადაადგილებსათვის საათებს ვკარგავთ საცობებში, ქალაქში, სადაც ვერ ვპოულობთ მწვანე სივრცეს დასასვენებლად“, - განაცხადეს ახალაგზრდა აქტივისტებმა