35 ათასი ლარის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ბრალდებულმა წინასწარ აიღო 20 ათასი ლარი, რა დროსაც დააკავეს.
Sputnik

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქონების თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სუს–მა ქრთამის აღების ფაქტზე მებაჟე ოფიცერი დააკავა

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებული თაღლითურად დაუკავშირდა ერთ-ერთ პირს, რომელსაც დამატებული ღირებულების გადასახადში ერიცხებოდა ზედმეტობა 112 ათასი ლარის ოდენობით. დაარწმუნა, რომ შეეძლო დახმარებოდა მას დღგ-ის ნაწილში არსებული ზედმეტობის განაღდებაში, რაშიც მოსთხოვა 35 ათასი ლარი. ბრალდებულმა ამ პირისგან წინასწარ აიღო 20 ათასი ლარი, რა დროსაც დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.