თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. პარიზის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობაში - ღვთისმშობლის ტაძარში აალება მოხდა, იუწყება РИА Новости სააგენტო Agence France-Presse-ზე დაყრდნობით.
ტაძრის სამრეკლო ჩამოინგრა. ტაძრის მზიდ კონსტრუქციებს ცეცხლი უკიდია. კუნძულ სიტოზე მოძრაობა გადაკეტილია, ხანძარს ასობით ადამიანი აკვირდება. ადგილზე საგანგებო სამსახურების მანქანების რაოდენობა ემატება.
თვითმხილველთა მრავალრიცხოვან ვიდეოებზე, რომლებიც აიტვირთა Twitter-ზე, ჩანს ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი, რომელიც ტაძრის ბაზილიკას უკიდია.
ამჟამად ტაძრის ნაწილი დაფარულია ხარაჩოებით, იქ სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა.
აალება შეიძლება უკავშირდებოდეს სამშენებლო სამუშაოებს, აღნიშნავს სააგენტო მეხანძრეებზე დაყრდნობით.