ხანძარი სოფელ მშვიდობაურში - დამწვარია 30 ჰექტრამდე ფართობი

მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში ცდილობენ ხანძრის ლიკვიდაციას
Sputnik

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურში ხანძრის შედეგად 30 ჰექტრამდე ფართობი დაიწვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ოზურგეთის ტყეში ხანძრის შედეგად 30 ჰექტარი დაიწვა

ცეცხლი დაახლოებით 2 საათის წინ ეკალ-ბარდებს გაუჩნდა, იწვის ბუჩქნარი.

„მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში ცდილობენ ხანძრის ლიკვიდაციას. ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება“, – აცხადებენ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში.

ადგილზე იმყოფებიან სახანძრო და სამაშველო ბრიგადები, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ოზურგეთის რაიონში ბოლო ორ დღეში ეს უკვე მეორე ხანძარია.