ქურდობის ფაქტი თბილისში: გურამიშვილის ქუჩაზე მანქანა გატეხეს

დაზარალებულის განცხადებით, მანქანიდან წაღებულია ქურთუკი და ავტომობილის სარემონტო ხელსაწყოების ნაკრები.
Sputnik

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. თბილისში ავტომობილი გატეხეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

შემთხვევა დღეს, გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა.

პოლიციამ თბილისში ბინის და მანქანის ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი

დაზარალებულის განცხადებით, მანქანიდან წაღებულია ქურთუკი და ავტომობილის სარემონტო ხელსაწყოების ნაკრები. მისივე თქმით, გურამიშვილის გამზირზე ბოლო დღეებში მანქანების ქურდობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.