პოლიციამ ბათუმში ძალადობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა

ერთ–ერთი დაკავებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეა, რომელმაც თავის მფლობელობაში არსებულ სილამაზის სალონში ერთ-ერთ კლიენტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
Sputnik

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა ბათუმში ძალადობის და ოჯახური ძალადობის ბრალდებით, 4 პირი: 1964 წელს დაბადებული ს.ჯ., 1986 წელს დაბადებული პ.ა., 1984 წელს დაბადებული ს.პ. და 1984 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისში ძალადობის და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

როგორც გამოძიებით დადგინდა, 1984 წელს დაბადებულმა გ.გ.-მ მიმდინარე წლის აპრილში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას - 1959 წელს დაბადებულ ზ.გ.-ს და მისი კუთვნილი ავტომანქანა დააზიანა.

ასევე, ძალადობის ბრალდებით დააკავეს სამართალდამცველებმა 1964 წელს დაბადებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ს.ჯ., რომელმაც თავის მფლობელობაში არსებულ სილამაზის სალონში ერთ-ერთ კლიენტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ხოლო პ.ა.-ს და ს.პ.-ს, პოლიციამ აღნიშნული პირები მეგობარი ქალებისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე დააკავა.

გამოძიება ძალადობის, ოჯახში ძალადობის და სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 11 პრიმა 187-ე მუხლით მიმდინარეობს.