თბილისში ძალადობის და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

დაკავებულმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 1984 წელს დაბადებულ დ.ნ.-ს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
Sputnik

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა ძალადობის და მუქარის ბრალდებით 1989 წელს დაბადებული რ.ნ. დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ქურდული სამყაროს წევრობის და გამოძალვის ბრალდებით რუსთავში ერთი პირი დააკავეს

როგორც გამოძიებით დადგინდა, დაკავებულმა მიმდინარე წლის 9 აპრილს თბილისში, ვარდების ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 1984 წელს დაბადებულ დ.ნ.-ს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა. ამ დროისთვის დაშავებულის  ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება ძალადობის და მუქარის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.