საქართველოს რამდენი მოქალაქე გამოაძევეს სხვადასხვა ქვეყნებიდან?

2019 წლის დასაწყისიდან რუსეთიდან საქართველოს 30-ზე მეტი მოქალაქე გამოაძევეს.
Sputnik

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. 2018 წლის იანვრიდან სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოს 5,6 ათასზე მეტი მოქალაქე გამოაძევეს, იუწყება შსს-ზე დაყრდნობით საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

2018 წელს სამშობლოში სხვადასხვა მიზეზით დაახლოებით 4,6 ათასი მოქალაქე დაბრუნდა, 2019 წლის პირველ სამ თვეში – 1 ათასზე მეტი ადამიანი. დეპორტაცია ყველაზე ხშირად განხორციელდა თურქეთიდან, ისრაელიდან და გერმანიიდან.

ქვეყნები2018 წელი2019 წლის დასაწყისი

თურქეთი

1788293
ისრაელი813241
გერმანია531176
საფრანგეთი27357
რუსეთი20833

ყველაზე იშვიათად კი საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია განხორციელდა ყირგიზეთიდან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან, კუბიდან და პორტუგალიიდან.

საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, ბოროტად არ გამოიყენონ სხვა ქვეყნებთან დაწესებული უვიზო რეჟიმი და არ დაარღვიონ კანონი.

საქართველოდან ისრაელში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი შემცირდა

ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით), ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების რიცხვი გაიზარდა>>>

უვიზო რეჟიმის უსიამოვნო შედეგი გახდა ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში გაიზარდა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა. თავიანთი შეშფოთება ამასთან დაკავშირებით გამოხატეს გერმანიამ, საფრანგეთმა, შვედეთმა, ისლანდიამ.

საქართველოს ხელისუფლებამ, თავის მხრივ, უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევების მიმართ კანონმდებლობა გაამკაცრა. ამიერიდან ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თვითონ მას ეკისრება. ასევე გამკაცრდა გვარის გამოცვლის პროცედურები, რაც ხშირად სწორედ ამ პროცესთან იყო დაკავშირებული.

ბოლო პერიოდში ისრაელმა და ევროპის 12-მა ქვეყანამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში უკვე შეიყვანა, რითიც ამ ქვეყნებს თავშესაფრის მთხოვნელთათვის უარის თქმა გაუმარტივდათ.