საქართველო ოთხ ქვეყანაში ელჩებს შეცვლის

ესტონეთში, ქუვეითში, ისრაელსა და მოლდოვაში საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები თანამდებობას დატოვებენ.
Sputnik

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ესტონეთში, ქუვეითში, ისრაელსა და მოლდოვაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების გათავისუფლების წინადადებით მიმართა, ნათქვამია მთავრობის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

თანამდებობიდან გათავისუფლდნენ ესტონეთში, ისრაელში, მოლდოვასა და ქუვეითში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები.

მთავრობის განკარგულების თანახმად, საკუთარ თანამდებობებს დატოვებენ დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები ესტონეთში, ქუვეითში, ისრაელსა და მოლდოვაში.

ელჩები, რომლებიც 2019 წელს თანამდებობებს დატოვებენ

ქვეყანაელჩიგამოწვევის თარიღი
ესტონეთითეა ახვლედიანი2019 წლის 1 ივნისი
ქუვეითიროლანდ ბერიძე2019 წლის 1 ივლისი
ისრაელი პაატა კალანდაძე2019 წლის 1 ივლისი
მოლდოვამერაბ ანთაძე2020 წლის 1 იანვარი

გადაწყვეტილების მიზეზები განკარგულებებში არ არის განმარტებული. თუმცა ცნობილია, რომ ოთხივე ელჩი 2014 წელს დაინიშნა თანამდებობაზე და წელს უფლებამოსილების ხუთწლიანი ვადა ეწურებათ.