ზრუნვა ეკოლოგიაზე: სასარგებლო წიაღისეულის გადაზიდვისთვის ახალი წესები ამოქმედდა

ტრანსპორტირების წესების გარდა შეიცვლება ასევე სასარგებლო წიაღისეულის საძიებო სამუშაოების მოთხოვნები.
Sputnik

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ შეცვალა ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვებაზე ლიცენზიის გაცემის წესები და კომპანიები დაავალდებულა, უზრუნველყონ მათი გარემოსთვის და გზებისთვის უსაფრთხო ტრასპორტირება, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.

გარემოს დაცვა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მთავარ პრიორიტეტად არის დასახელებული. მისი „მწვანე რელსებზე" გადაყვანის ამოცანა დგას ინდუსტრიული ჰოლდინგი Igroup-ის წინაშე, რომლის პრეზენტაცია აპრილის დასაწყისში გაიმართა.

თბილისში ეკოლოგიის გადასარჩენად გრანდიოზული პროექტის - ეკო-ჰოლდინგის პრეზენტაცია გაიმართა

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი წესები უზრუნველყოფს მტვრის გაფრქვევისა და შიდა სასოფლო გზების დაზიანების რისკების შემცირებას.

გარდა ამისა, გაიწერა ტექნიკური უსაფრთხოების წესები წიაღისეულის მოპოვების დროს, რომლებიც შეამცირებს მავნე ზემოქმედებას გარემოზე.

ამის პარალელურად შემსუბუქდა შეზღუდვები სასარგებლო წიაღისეულის საბადოების მოძიებაზე.

„ცვლილება წიაღის შესწავლით დაინტერესებულ სუბიექტებს ხელს შეუწყობს, ჩაატარონ უფრო სრულყოფილი და დეტალური კვლევები, რაც თავისთავად გაზრდის გეოლოგიური შესწავლის მაჩვენებელს და, შესაბამისად, დადებითად აისახება სასარგებლო წიაღისეულის მარაგების შესახებ სახელმწიფო ფონდებში დაცული ინფორმაციის განახლების პროცესზე", – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტი ასევე განიხილავს შესწორებებს ადმინისტრაციულ დარღვევათა კოდექსში, რომლის თანახმად, თბილისში ეკოლოგიის დაცვის წესების დარღვევით სამშენებლო მასალების გადაზიდვა ჯარიმას ითვალისწინებს.

თბილისში Car Sharing-ის პროგრამა დღეს ამოქმედდა>>

საქართველოში სასარგებლო წიაღისეულიდან მოიპოვება ოქრო, პოლიმეტალები, ქვანახშირი, მანგანუმი, მოსაპირკეთებელი ქვები, ინერტული მასალები და ა.შ.