საქართველოში კონტრაბანდის შემოტანის მცდელობა აღკვეთეს

თურქეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებზე კონტრაბანდისტები 1000 ლარით დააჯარიმეს
Sputnik

თბილისი, 11 აპრილი - Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 2-11 აპრილს, ორ საბაჟო გამშვებ პუნქტში სიგარეტის კონტრაბანდის ფაქტები აღკვეთა, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში სიგარეტის შემდეგ, შესაძლოა გასახვევი თამბაქოც გაძვირდეს >>

არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანას საბაჟო გამშვებ პუნქტებში „წითელი ხიდი“ და „სარფი“ შეეცადნენ. საუბარია 7000 ღერ სიგარეტზე, რომლის მარკა არ კონკრეტდება.

აღნიშნული პროდუქცია აღმოჩენილია საქართველოს და აზერბაიჯანის მოქალაქეების მანქანებში. ყველა მათგანი 1000 ლარით დაჯარიმდა.

კონტრაბანდა საქართველოში: თბილისსა და ქვემო ქართლში უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

საქართველოში თამბაქოს წინააღმდეგ კომპანია აქტიურად მიმდინარეობს. დღეისათვის მოწევა აკრძალულია ყველგან, გარდა საკუთარი სახლისა და ქუჩის, მწეველთათვის განკუთვნილი სასტუმრო ნომრების და სპეციალურად გამოყოფილი ადგილების გარდა. ბოლო ორ წელიწადში სიგარეტის ფასი რამდენჯერმე გაიზარდა და სფეროს წამყვანი კომპანიების მტკიცებით, ფასები კიდევ გაიზრდება.

მიმდინარე წელს სიგარეტის გაძვირება საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებებმა გამოიწვია.

საქართველოს პარლამენტმა გაზარდა გადასახადი ფილტრიან სიგარეტზე კოლოფის ღირებულების 10%-დან 30%-მდე. ხელისუფლება ამგვარად ცდილობს ებრძოლოს თამბაქოზე დამოკიდებულებას, ხოლო ოპონენტები ამტკიცებენ, რომ სიგარეტის გაძვირება კონტრაბანდას გამოიწვევს.