საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში პირველი მედლები მოიპოვა

ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს ბუქარესტში საქართველოს ნაკრებს ორი ოქროს მედლის მოგების შანსი აქვს.
Sputnik

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ნიკა კენჭაძემ და ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბუქარესტში (რუმინეთი) ბრინჯაოს მედლები მოიგეს.

კენჭაძემ (79 კილოგრამამდე წონითი კატეგორია) მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ანდრეი კარპაჩს (ბელარუსი) 7:1 მოუგო. ოდიკაძემ (-97) ნიკოლაი ჩებანთან (მოლდოვა) გაიმარჯვა - 3:0.

ოდიკაძისთვის ეს გამარჯვება ევროპის ჩემპიონატებზე მეხუთეა (ოთხჯერ ბრინჯაო და ერთხელ - ვერცხლი), ხოლო კენჭაძისთვის – პირველი მოზრდილებს შორის შეჯიბრებებზე. ადრე ის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის (U-23) გამარჯვებული გახდა.

ბულგარეთში ქართველმა მოჭიდავეებმა ასპარეზობა ტრიუმფით დაასრულეს>>

ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებს ორი ოქროს მოგების შანსი აქვს. ფინალში ბექა ლომთაძე (-61) სომეხ არსენ ხარატუნიანს შეხვდება, ხოლო მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი (-125) – თურქ ტაჰა აკგულს.