ქუთაისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის საკლასო ოთახში გაკვეთილის მიმდინარეობისას ჭერი ჩამოინგრა

შემთხვევის დროს საკლასო ოთახში პირველკლასელები იმყოფებოდნენ.
Sputnik

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის საკლასო ოთახში ჭერი ჩამოინგრა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ზუგდიდის ახალ სტადიონზე ჭერი ჩამოინგრა

შემთხვევა დღეს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს კლასში პირველკლასელები იმყოფებოდნენ. საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„საქმის კურსშია განათლების სამინისტრო, რესურს-ცენტრი და მიმდინარეობს გამოძიება. ჭერი შენობის პირველ სართულზე ჩამოინგრა. აქამდე პირველ სართულზე ნგრევის შემთხვევა არ გვქონია“, – განაცხადა სკოლის დირექტორმა მურად ჯიშკარიანმა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ქუთაისის მეორე სკოლაში ბოლო პერიოდში ჭერის ჩამოშლის ფაქტი უკვე მეოთხედ დაფიქსირდა.