მამა თეოდორე: სექსუალური განათლება აუცილებელია, ოღონდ გააჩნია, როგორ მიაწვდი მოზარდს
© Sputnik
„პრობლემა ნამდვილად არსებობს, განათლება აუცილებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია, ეს განათლება როგორ მიეწოდება მოზარდს. ჩვენ ყველას გამოგვივლია თინეიჯერობის ასაკი, ძალიან ცუდია, როცა ამას ვულგარულად, არაჯანსაღად, ქუჩიდან იგებ. ეს ძალიან ამახინჯებს ფსიქიკას“, – ამბობს მამა თეოდორე.
მამა თეოდორე მიიჩნევს, რომ მოზარდებს სექსუალური განათლება სჭირდებათ, თუმცა ეს ძალიან საფრთხილო საკითხია, რადგან არაჯანსაღად მიწოდებულმა ინფორმაციამ, არასწორმა განათლებამ შესაძლოა უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს.