თვითმკვლელობის მცდელობა თბილისში - გენერალურმა პროკურატურამ კომენტარი გააკეთა

საქართველოში ქურდობაში ბრალდებული მძიმე ოჯახური მდგომარეობის გამო საპროცესო შეთანხმების გაფორმებას მოითხოვს
Sputnik

თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. პროკურორები ქურდობაში ბრალდებულ ლევან ჯიქურს, რომელმაც ოთხშაბათს საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან თავის დაწვა სცადა, საქმის დამატებითი გარემოებების შესწავლას დაჰპირდნენ. ამის შესახებ უწყების ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია საუბარი.

თბილისში მამაკაცმა თავის დაწვა სცადა >>

ჯიქურმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვას შეეცადა, თუმცა პოლიციამ დროულად მოახერხა ინციდენტის აღკვეთა და ბრალდებულს თვითმკვლელობის შესაძლებლობა არ მისცა. მომხდარის შემდეგ პროკურატურის წარმომადგენლები ჯიქურის ადვოკატს შეხვდნენ, შემდეგ კი არსებული სამართლებრივი ვითარება ბრალდებულსაც განუმარტეს.

თბილისის ცენტრში ტექნიკის მაღაზია გაძარცვეს

ქურდობაში ბრალდებულმა, მძიმე ოჯახური მდგომარეობისა და გამოძიებასთან მისი თანამშრომლობის გათვალისწინებით, ითხოვა შეღავათიანი პირობით საპროცესო გარიგების დადება.

ადრე ჯიქური გასამართლებული იყო ქურდობისთვის, სხვისი ნივთის დაზიანებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვის.

ბოლოს ის 2018 წლის 22 ნოემბერს დააკავეს. მას ახალი დანაშაულის ჩადენისთვის  ბრალდება წარდგენილი აქვს  სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით. ლევან ჯიქურს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს გირაო 3000 ლარის ოდენობით.

სამართალდამცავებმა ლევან ჯიქურის სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული SAMSUNG-ის ფირმის ტელევიზორი.

საქმეს მცხეთის რაიონული სასამართლო იხილავს.