საქართველოს წითელ წიგნს ფრინველების კიდევ ერთი სახეობა შეემატა

საქართველოში წითელ წიგნში შესულ ცხოველებსა და ფრინველებზე ნადირობა კანონით ისჯება
Sputnik

თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. კასპიური შურთხი საქართველოს წითელ ნუსხას (წითელ წიგნში) შეემატა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.

საბჭოთა პერიოდში არსებობდა საქართველოს წითელი წიგნი, რომლის საფუძველზეც, სსრკ-ის დაშლის შემდეგ, შეიქმნა ე.წ. წითელი ნუსხა. ნუსხაში გადაშენების პირას მისული ცხოველები და მცენარეების სახეობებია შეტანილი.

საქართველოს წითელი წიგნი: გარემოს დღევანდელი პრობლემები

საქართველოში ცხოველებზე ინდივიდუალურად ნადირობა აკრძალულია. ნადირობა ნებადართულია მხოლოდ სპეციალურ სანადირო მეურნეობებში, რომელთაც ლიცენზიას გარემოს დაცვის სამინისტრო აძლევს.

საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებსა და ფრინველებზე უკანონო ნადირობა ისჯება ჯარიმით, ან გამოსასწორებელი სამუშაოებით ორ წლამდე ვადით, ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

საქართველოში მთის შურთხის (ინდაურის) ორი სახეობა გვხვდება: კასპიური და კავკასიური.

კავკასიური მთის ინდაური დიდი კავკასიონის მთებში ბინადრობს, კასპიისა კი - მცირე კავკასიონის მთებში.

საქართველოს წითელ წიგნში ფაუნის 140-მდე სახეობაა შეტანილი. მათ შორის არიან ძუძუმწოვრები, ფრინველები, ქვეწარმავლები, თევზები, მწერები და სხვ.