თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. საქართველოს კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია, რომელსაც ბრალად ედება დიდი ოდენობით თაღლითობა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, პოლიტიკაში მიდის, ამასთან დაკავშირებით ბასილიამ ტელეარხ Palitra News–ზე განაცხადა.
საქართველოს კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს>>>
კარატეს პრეზიდენტი არ აკონკრეტებს, თუ რომელ პოლიტიკურ ძალას შეუერთდება. ერთადერთი, რაც მან ხაზგასმით აღნიშნა, არის ის, რომ ეს ძალა არ იქნება არც მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და არც ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
თაღლითობის საქმე
საქართველოს უსაფრთხოების სამსახური (სუს–ი) საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2018 წლის 18-22 აპრილს საქართველოს კარატეს ეროვნული ნაკრების წევრებისათვის თურქეთში შოტოკანის მეცხრე ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსება გამოიყო.
მიუხედავად იმისა, რომ შეჯიბრებაში მონაწილეობდა ოთხმა სპორტსმენი, ბასილიამ სამინისტროში წარადგინა ყალბი დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც თურქეთში გამართულ ჩემპიონატზე თითქოსდა საქართველოს ეროვნული ნაკრების 10 დელეგატი იყო მივლინებული, ამგვარად, მან 10,4 ათასზე მეტი ლარი მიითვისა, აღნიშნავენ სუს–ში.
ბასილია ბრალს არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ შეჯიბრზე 10 სპორტსმენის ნაცვლად 124 გაემგზავრა, შესაბამისად დაიხარჯა არა 10,4 არამედ 40 ათასი ლარი.
ბასილია 15 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით შემდეგი სასამართლო სხდომა 29 მაისს გაიმართება.