ვანდალური ფაქტი: კახეთში უცნობმა პირებმა ბიბლიოთეკა დაარბიეს

ბოროტმოქმედებმა გაანადგურეს წიგნები და ხანძრის გაჩენას ცდილობდნენ.
Sputnik

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. უცნობმა პირებმა გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინის ბიბლიოთეკა დაარბიეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ბათუმში ვანდალებმა მატარებელი დააზიანეს

განადგურებულია წიგნები, დამტვრეულია ტექნიკა და ინვენტარი. გურჯაანის მერის არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, იყო ხანძრის გაჩენის მცდელობაც, თუმცა ცეცხლის ლოკალიზება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა დროულად მოახერხეს.

ჯერჯერობით უცნობია ზარალის ოდენობა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით („სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანება") დაიწყო. დამნაშავეებს გამასწორებელი სამუშაო ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.