სროლა მალტაში: საგარეო სამინისტრომ 45 წლის ქართველის დაჭრის ფაქტი უარყო

ადგილობრივი მასმედიის ცნობით, პოლიციას თავდამსხმელი დაკავებული არ ჰყავს. ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა თავდასხმის მოტივი.
Sputnik

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. მალტის სამხრეთით მდებარე ქალაქ ბირზებუჯაში მომხდარი სროლის დროს დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქე არ არის, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости Грузия საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

სროლა ნიდერლანდებში: დაღუპულია სამი და დაჭრილია ცხრა ადამიანი

მასმედია: მალტაში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს>>>

მანამდე უცხოურ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სროლის დროს საქართველოს 45 წლის მოქალაქე დაიჭრა.

შემთხვევა შაბათს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Toyota Starlet-ის მარკის ავტომობილიდან უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა. ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა. დაჭრილთაგან ერთი 45 წლის საქართველოს მოქალაქეა. მასმედიის ინფორმაციით, ყველა მათგანი მიგრანტია.

ადგილობრივი მასმედიის ცნობით, პოლიციას თავდამსხმელი დაკავებული არ ჰყავს. ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა თავდასხმის მოტივი.