მსოფლიო დღეს

საქართველოს ნახევრადშიშველი მოქალაქე იტალიის ერთ-ერთ ბარში ადამიანებს ნიჩბით დაესხა თავს

პოლიციელებს მოუწევთ იმის გარკვევა, თუ რა გახდა მამაკაცის არაადეკვატური საქციელის მიზეზი.
Sputnik

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. წელს ზემოთ შიშველი მამაკაცი, საქართველოს მოქალაქე, იტალიის ქალაქ მოლფეტას ერთ-ერთ კაფე-ბარში ადამიანებს ნიჩბით დაესხა თავს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი იტალიურ მასმედიაზე დაყრდნობით.

იტალიაში კიდევ ერთი ქართველი დააკავეს — რა გახდა მიზეზი

თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცი შევიდა კაფეში და განაცხადა, რომ გულის არეში ტკივილს გრძნობს. მოგვიანებით მან ნიჩაბი აიღო და ადამიანებს დაესხა თავს.

კაფეს მეპატრონემ პოლიციას გამოუძახა, თუმცა თავდამსხმელი კარაბინერების მოსვლამდე გაიქცა. პოლიციელებმა ის ბართან ახლოს, ნაგვის ბუნკერებთან იპოვეს. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მამაკაცს სხეულზე ჭრილობები ჰქონდა, ასევე, სავარაუდოდ, ჰქონდა მხედველობის პრობლემები, რის გამოც მას ავტომობილი დაეჯახა.

ამჟამად მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.