ორი სასჯელი ერთი დანაშაულისთვის: „ლავასოღლის“ საქართველოში კიდევ ერთი განაჩენი ელის

ამჟამად კანონიერი ქურდი „ლავასოღლი“ თურქეთში საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება.
Sputnik

თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლო უახლოეს მომავალში გამოუტანს განაჩენს ცნობილ ქართველ კანონიერ ქურდ მინდია გორაძეს, მეტსახელად „ლავასოღლის“, განაცხადა მსჯავრდებულის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ პრესკონფერენციაზე.

ტარიელ ონიანი 9 აპრილს თავისუფლდება: რომელ ქვეყანაში ჩავა „კანონიერი ქურდი" >>

ბიზნესწილებს „კანონიერი ქურდები" ანაწილებენ: დაკავებულია სამი პირი

2018 წლის ივლისში თბილისსა და აჭარაში ქურდული სამყაროს წევრობით ათი პირი დააკავეს. გამოძიების მონაცემებით, დაკავებულები აშინებდნენ ადამიანებს, ძალის გამოყენებით ართმევდნენ ფულად თანხებს, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ქურდულ შეკრებებს აწყობდნენ. ყველა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება გორაძესაც, რომელსაც ბრალი „კანონიერ ქურდობაში“ ედება. მას 9-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. სამართალდამცველებმა მოიპოვეს „ლავასოღლის" წინააღმდეგ მტკიცებულებები, მათ შორის, ფარული მიყურადების შედეგად.

მსჯავრდებულის ადვოკატის თქმით, ბრალდების და დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვით 10 აპრილს წარდგება.

„ბრალდების მხარეს არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია. მათი ბრალდება ვერსიებსა და ჭორებზეა აგებული. თეორიულადაც თუ დავუშვებთ, რომ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანს, სამართლებრივად მისი აღსრულება ვერ დადგება“, - აღნიშნა კობაიძემ.

მისი თქმით, მსჯავრდებულის მიმართ დაუშვებელია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, რადგან გორაძეს ისედაც შეფარდებული აქვს 12 წლით პატიმრობა „კანონიერი ქურდობისთვის“.

„არ შეიძლება ერთი და იგივე მუხლით გასამართლებულმა პირმა ორჯერ აგოს პასუხი“, - ხაზგასმით აღნიშნა კობაიძემ.

თურქეთში ქართველი კანონიერი ქურდი „ლავასოღლი“დააკავეს

საქალაქო სასამართლომ გორაძეს განაჩენი 2018 წლის ივლისში გამოუტანა. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო „კანონიერ ქურდობაში", ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში. მას დაუსწრებლად 12 წლით პატიმრობა მიესაჯა. მოგვიანებით, 2019 წლის თებერვალში ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გორაძის განაჩენი, რომელიც თურქეთში საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება.

როგორც კობაიძემ აღნიშნა, ამ დროისათვის აღნიშნული გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოშია გასაჩივრებული.

პროკურატურის მონაცემებით, 2014-2015 წლებში გორაძეს ჰქონდა კავშირი კრიმინალურ ავტორიტეტებთან საქართველოში, რომლებიც მას პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას კრიმინალურ სამყაროში არსებული ვითარების შესახებ. ის მათ აძლევდა მითითებებს და „ქურდული ობშიაკის" თაობაზე გადაწყვეტილებებს იღებდა.

შსს-მ კანონიერი ქურდ ლავასოღლის ადვოკატის განცხადებას ტყუილი უწოდა >>

გამოძიების მონაცემებით, 2015 წლის 24 თებერვალს ლავასოღლი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „განსხვავებული აქცენტების" ავტორსა და წამყვანს ეკა კვესიტაძეს, გამოთქვა უკმაყოფილება მის საქმიანობასთან დაკავშირებით გასული უარყოფითი სიუჟეტის გამო და დაემუქრა მას, რომ შემდგომში თავი შეეკავებინა ანალოგიური ინფორმაციის გავრცელებისგან.