ქართველმა ძიუდოისტმა ანტალიის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა

21 წლის სპორტსმენმა გრან-პრის სერიის ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
Sputnik

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ლუკა მაისურაძემ ანტალიის გრან-პრიზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

შეჯიბრების ფინალში 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში მაისურაძემ იტალიელ კრისტიან პარლატის იპონით სძლია. სუფთა მოგებისთვის ქართველ სპორტსმენს წუთნახევარი დასჭირდა.

21 წლის მაისურაძისთვის ეს გამარჯვება გრან-პრის სერიის ტურნირებზე პირველი გახდა. მარტის შუა რიცხვებში ქართველმა „დიდი სლემის“ სერიის ტურნირზე ეკატერინბურგში მესამე ადგილი დაიკავა - ფინალში მან ამ კატეგორიის ერთ-ერთ უძლიერეს ძიუდოისტს, ჰოლანდიელი ფრანკ დე ვიტის სძლია.

სენსაციამდე ერთი ნაბიჯი: თბილისის გრან–პრი ძიუდოში

მაისურაძის ოქროს მედალი ანტალიის გრან-პრიზე საქართველოს ნაკრების ყულაბაში მეორე გახდა. პირველ საშეჯიბრო დღეს კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა ბაგრატ ნინიაშვილი (-66 კგ).

კვირას, 7 აპრილს, ტურნირზე მედლები რვა წონით კატეგორიაში გათამაშდება (სამი მამაკაცებში და ორი ქალებში). საქართველოს ნაკრებს წარადგენენ: ავთო ჭრიკიშვილი და გიორგი პაპუნაშვილი (-90 კგ), ზაურ კენჭაძე (-100 კგ), ლევან მატიაშვილი (+100 კგ) და სოფია სომხიშვილი (+78 კგ).