სპორტის საერთაშორისო დღე „თეთრი ბარათის“ კამპანიით აღინიშნება

საქართველო 2 აპრილიდან შეუერთდა ე.წ. „თეთრი ბარათის" (#WhiteCard“) კამპანიას
Sputnik

თბილისი, 6 აპრილი - Sputnik. დღეს სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნება და ამ დღეს საქართველო მსოფლიოსთან ერთად „თეთრი ბარათის“ კამპანიით ხვდება, აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში - ტალახაძე კვლავ ფავორიტია

საქართველო მეექვსედ უერთდება გაეროს ინიციატივას, რომელიც მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული და აღინიშნება როგორც სპორტის საერთაშორისო დღე.

საქართველო 2 აპრილიდან შეუერთდა ე.წ. „თეთრი ბარათის" (#WhiteCard) კამპანიას, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები, ასევე ჩაერთვნენ  საქართველოს რეგიონები.

სოციალურ ქსელში „თეთრი ბარათის“ კამპანიაში აქტიურად ჩაერთვნენ სპორტსმენები: ძალოსანი ლაშა ტალახაძე, ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი, მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, წყალბურთელი ზურაბ რურუა, ავტომრბოლელი დათა ქაჯაია და სხვა არაერთი სპორტსმენი.

ასევე, სპორტის საერთაშორისო დღეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი სოციალურ ქსელში საგანგებო პოსტით გამოეხმაურა.

კალაძე: თბილისი საფესტივალო ქალაქი უნდა გახდეს

„მინდა, სპორტში მშვიდობისა და ტოლერანტობის დღეს, კიდევ ერთხელ აღვნიშნო თანასწორობის მნიშვნელობა და ის როლი, რაც ამ მიზნის მიღწევაში სპორტს აქვს. ფეხბურთი და ზოგადად სპორტი, ეკუთვნის ყველას! განურჩევლად ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს ისიამოვნოს სპორტის საყვარელი სახეობით“, - წერს ლევან კობიაშვილი.

ამ დღის აღსანიშნავად თბილისში, ვაკის პარკში, დილიდან სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები იმართება.

სპორტის საერთაშორისო დღე გაეროს ინიციატივით 2013 წლიდან აღინიშნება, სახელწოდებით - „საერთაშორისო სპორტის დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის“ (International day of Sport for Peace and Development).