მსოფლიო დღეს

საქართველოს მოქალაქეს ირანში ექსტრადიცია და 74 როზგი ემუქრება

ირანმა საქართველოს მოქალაქეზე ძებნა გამოაცხადა, რომელსაც 50 ათასი ევროს ქურდობა ედება ბრალად
Sputnik

 

თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ბულგარეთს მოუწოდებს არ გადასცეს ირანს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქურდობაშია ბრალდებული, რადგანაც იქ მას წამება და არაადამიანური მოპყრობა ემუქრება, ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

საქართველომ ქვეყანაში შემოსვლაზე უარი დაახლოებით 3,3 ათას უცხოელს უთხრა

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს მოქალაქე გ.ს. 2016 წელს ბულგარეთში, სოფიას აეროპორტში დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს თეირანში ერთ–ერთი ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან 50 ათასი ევროს ქურდობა ედება ბრალად. ამისთვის მას სასჯელის სახით 74 როზგი ემუქრება.

2017 წლის აპრილში სოფიის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქის ირანში ექსტრადირების საკითხი. თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა და 2017 წლის მაისში ექსტრადიცია შეჩერდა.