რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში გიორგი დანელიას რუსული სულის მკვლევარი უწოდეს

რუსი დეპუტატის სიტყვებით, საკულტო ფილმი „მიმინო“ – ესაა ფილმი კარგ რუსებზე
Sputnik

თბილისი,  5 აპრილი — Sputnik.  ცნობილი კინორეჟისორი გიორგი დანელია იყო რუსული ხასიათის ნამდვილი მცოდნე და რუსული სულის მკვლევარი, განაცხადა ჟურნალისტებთან რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ელენა იამპოლსკაიამ.

„დაგვემშვიდობა... და წავიდა“ – რობერტ სტურუა დანელიას ემშვიდობება>>>

დანელია მოსკოვში 4 აპრილს 88 წლისა გარდაიცვალა. მისი მეუღლის სიტყვებით, კინორეჟისორს გული გაუჩერდა. მას   ნოვოდევიჩის სასაფლაოზე 9 აპრილს დაკრძალავენ.
„ყველაზე საოცარი ისაა, რომ „წმინდასისხლის“ქართველი დანელია, დიდი ვერიკო ანჯაფარიძის ძმიშვილი და, შესაბამისად, სოფიკო ჭიაურელის ბიძაშვილი, იყო სამამულო კინემატოგრაფში რუსული სულის ერთ–ერთი საუკეთესო მცოდნე... მან სწორედ რუსული სული გამოიკვლია. „მიმინოც“ კი, თუ დავფიქრდებით, – ესაა ფილმი კარგ რუს ადამიანებზე“, – იამპოლსკაიას ციტირებს РИА Новости

გიორგი დანელიას ნოვოდევიჩის სასაფლაოზე დაკრძალავენ

როგორც მან აღნიშნა, დანელიას ფილმები მის მაყურებელთან დარჩება.

 „ასეთებზე ამბობეს „ახლობელი ადამიანი გარდაიცვალა“, – დასძინა დეპუტატმა.

დანელია საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში 24 თებერვალს გადაიყვანეს ფილტვის ანთებით. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო. სუნთქვის სტაბილიზაციისთვის ექიმებმა რეჟისორი სპეციალურად შეიყვანეს ხელოვნური კომის მდგომარეობაში. სამ დღეში მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის კომიდან გამოიყვანეს. მას შემდეგ ის მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებდა.

გიორგი დანელია – საბჭოთა კინორეჟისორი და სცენარისტი. მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია „არ დაიდარდო", „აფონია", „დავდივარ მოსკოვის ქუჩებში", „მიმინო", „შემოდგომის მარათონი", „ქინ-ძა-ძა", „პასპორტი".