მარტვილში სახანძრო მანქანა გადაბრუნდა

სახანძრო მანქანა მარტვილის მამათა მონასტერში ხანძრის ჩაქრობის შემდეგ დისლოკაციის ადგილზე ბრუნდებოდა.
Sputnik

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. მარტვილის მუნიციპალიტეტში სენაკის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო ავტომობილი გადაბრუნდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ბათუმში სასტუმრო „მგზავრებში" ხანძარი გაჩნდა

შემთხვევა სოფელ ბანძასთან დღეს მოხდა. სახანძრო მანქანა მარტვილის მონასტერში ხანძრის ჩაქრობის შემდეგ დისლოკაციის ადგილზე ბრუნდებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

რაც შეეხება ხანძარს მამათა მონასტერში, დამწვარია 200 მ² ფართობი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.