მსოფლიო დღეს

ცნობილი ქართველი რეპერი „კაბუ“ საფრანგეთში პატიმრობიდან გათავისუფლდა

კაბუ მასშტაბური სპეცოპერაციის დროს 2017 წლის აპრილში დააკავეს
Sputnik

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. ცნობილი ქართველი რეპერი კახა აბუაშვილი, რომელიც კაბუს ფსევდონიმითაა ცნობილი, საფრანგეთში პატიმრობიდან გათავისუფლდა, თუმცა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ჯერჯერობით შეწყვეტილი არ არის, იუწყება ტელეარხი Palitra TV.

საქართველოს შსს-ზე დაყრდნობით ტელეარხი იუწყება, რომ ქურდობაში ბრალდებული რეპერი საფრანგეთში რჩება.

კაბუ საფრანგეთის ქალაქ რენში კრიმინალური სამყაროს წევრების დასაკავებლად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს. სპეცოპერაციის დროს, რომელიც 2017 წლის 16 და 17 აპრილს საფრანგეთსა და საბერძნეთში ჩატარდა, ძირითადად ქართველები დააკავეს. დაკავებულთა შორის იყო ოთხი ქართველი „კანონიერი ქურდი“ და ასევე ქართული კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრი.

იტალიაში ქურდობის გამო საქართველოს მოქალაქე დააკავეს

კერძოდ, საფრანგეთში დააკავეს ტრანსნაციონალური ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების 15 წევრი, საიდანაც 14 - საქართველოს მოქალაქეა, ერთი - სომხეთის მოქალაქეა. საბერძნეთში დააკავეს 20-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე, რომლებიც ქურდავდნენ ბინებსა და მაღაზიებს, ასევე, ახდენდნენ მოპარული ნივთების შენახვა-რეალიზაციასა და ფულის გათეთრებას.

საფრანგეთისა და საბერძნეთის სხვადასხვა ქალაქში ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებულ იქნა კრიმინალური დაჯგუფების საქმიანობასთან დაკავშირებული ნივთმტკიცებები.