დევნილები დაკავებული Dirsi-ს დატოვებას არ აპირებენ – რა ხდება თბილისის გარეუბანში

იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ახალი საცხოვრებელი კომპლექსის კორპუსების დაკავებაზე ისაუბრეს.
Sputnik

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც ახალი საცხოვრებელი კომპლექსი „დირსის" (Dirsi) ათობით ბინებში შეიჭრნენ, პლედები მიუტანეს, რადგან შენობებში არ არის კომუნიკაციები და ცივა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.

Dirsi-ს კომპლექსში დევნილები შეიჭრნენ – კომპანიის ხელმძღვანელობა დახმარებას ელოდება >>

უკვე მეოთხე დღეა, დაახლოებით 150 იძულებით გადაადგილებული პირი, მათ შორის ბავშვები და მოხუცები, უარს აცხადებენ დატოვონ დაახლოებით 200 ბინა კომპანია Dirsi-ს ორ კორპუსში. მათი თქმით, ხელისუფლებამ მათ ბინები უნდა გადასცეს, მაგრამ დანაპირები ჯერ არ შეუსრულებია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც დევნილების ახლობლებსა და ნათესავებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ.

დევნილები დაკავებული Dirsi-ს დატოვებას არ აპირებენ – რა ხდება თბილისის გარეუბანში

„ამ ადამიანების მოთხოვნები აბსოლუტურად სამართლიანია. მოვითხოვთ, რომ სახელმწიფომ, როგორც მინიმუმ, გააორმაგოს დაფინანსება დევნილების ბინებით დაკმაყოფილების კუთხით. ისე ნუ ეპყრობა, როგორი მოპყრობაც არ შეიძლება... იმის უფლება, რომ თავი სიცივისა და შიმშილისგან იხსნა, ყველა ადამიანს აქვს“, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, უფლებადამცველმა ლაშა ჩხარტიშვილმა.

დევნილები დაკავებული Dirsi-ს დატოვებას არ აპირებენ – რა ხდება თბილისის გარეუბანში

სწორედ ჩხარტიშვილმა მოუტანა პლედები დევნილებს. შიგნით ის არ შეუშვეს, „შეჭრილებმა“ გამოსვლა ვერ გარისკეს, რადგან ვინც გარეთ, მაღაზიაში გავიდა, უკან არ შეუშვეს. საბოლოოდ ჩხარტიშვილმა პლედების გადაცემაზე პოლიცია დაითანხმა.

სანამ „შეჭრილების“ დიდი ნაწილი შენობებშია, ათეულობით ადამიანი შეკრებილია ქუჩაში, საპოლიციო ლენტის გარეთ, რომლითაც საცხოვრებელი კორპუსებია შემოსაზღვრული.

დევნილები დაკავებული Dirsi-ს დატოვებას არ აპირებენ – რა ხდება თბილისის გარეუბანში

მაღაზიაში წარუმატებელი გამოპარვის შემდეგ ქუჩაში დარჩენილი დევნილები სიამოვნებით ესაუბრებიან ჟურნალისტებს და დეტალებში ჰყვებიან იმის შესახებ, რაც Dirsi-ში კვირიდან ხდება. მათი თქმით, ამ დღეს ახალი კომპლექსის ერთ-ერთ კორპუსში ორგანიზებულად შევიდა 180 ოჯახი და მათთვის წინააღმდეგობა არავის გაუწევია, რადგან კორპუსი მშენებარეა და ექსპლუატაციაში ჩაბარებული არ არის. მოგვიანებით მივიდა დაცვა და დევნილებს სახლის დატოვება მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო.

„ბინებში შესვლაც ვერ მოვასწარით, ჩვენი ნივთები ფოიეში დავალაგეთ. მოგვიანებით გადავწყვიტეთ მაღაზიაში ჩასვლა საჭმლისა და წამლების საყიდლად. როგორც კი გავედით, დაცვამ კარები მოგვიჯახუნა და შიგნით აღარ შეგვიშვეს“, – გვიამბო ერთ-ერთმა ქალბატონმა.

დევნილები დაკავებული Dirsi-ს დატოვებას არ აპირებენ – რა ხდება თბილისის გარეუბანში

შეკრებილები ერთხმად აცხადებენ, რომ სანამ შეიჭრებოდნენ ცარიელ, დაუსრულებელ სახლში, მათ იცოდნენ, რომ ის დევნილებისთვის შენდებოდა. თუმცა მოგვიანებით დევნილთა სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია, რომ სახლში შეჭრილ არც ერთ ოჯახს ამ შენობაში ბინები არ ეკუთვნის.

დევნილები დაკავებული Dirsi-ს დატოვებას არ აპირებენ – რა ხდება თბილისის გარეუბანში

„მაშინ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა აქ მოიყვანეს ის დევნილები, ვისთვისაც ეს კორპუსი იყო განკუთვნილი და ამით ჩვენ შორის კონფლიქტის პროვოცირება სურდათ. მაგრამ ეს არ გამოუვიდათ და მათი მოყვანილი დევნილები მეზობელ კორპუსში შეიჭრნენ და ის დაიკავეს“, – განაგრძობს საუბარს ქალბატონი.

დევნილები დაკავებული Dirsi-ს დატოვებას არ აპირებენ – რა ხდება თბილისის გარეუბანში

მან აღნიშნა, რომ ახლა ორ მრავალსართულიან კორპუსში დაახლოებით 300 ოჯახი იმყოფება.

ინფორმაცია ოჯახების რაოდენობასა და კონფლიქტის პროვოცირების მცდელობის შესახებ სამინისტროს პრეს-სამსახურში კატეგორიულად უარყვეს. იქ განმარტეს, რომ 10 აპრილიდან გამოქვეყნდება იმ იძულებით გადაადგილებული ოჯახების სია, ვისაც ბინები დღემდე არ მიუღია და მაისიდან სამინისტრო სიის შესწავლას დაიწყებს. თავდაპირველად ბინებს 800 ოჯახი მიიღებს.

დევნილები დაკავებული Dirsi-ს დატოვებას არ აპირებენ – რა ხდება თბილისის გარეუბანში

მოხვდებიან თუ არა ამ სიაში Dirsi-ს ორ სახლში შეჭრილი ადამიანები, ჯერჯერობით უცნობია.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია მხოლოდ ერთ კორპუსში მყოფი 104 მოქალაქის შესახებ, რომელთა შორის დაახლოებით 15 პროცენტი დევნილი არ არის, 50 პროცენტზე მეტი რეგიონებშია რეგისტრირებული და თბილისში ბინები არ ეკუთვნით. აღნიშნული პირებიდან 15 პროცენტს კი გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში ბინები ან კომპენსაციები უკვე მიღებული აქვს“, – განაცხადა პირველ არხის ეთერში ჯანდაცვის სამინისტროს დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა მურად აბლოთიამ.

დევნილი ოჯახებისთვის 240-მდე კერძო სახლი აშენდება

კომპლექსი Dirsi-ს ხელმძღვანელობა, თავის მხრივ, მოუწოდებს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები, რადგან, მათი განცხადებით, დევნილები აზიანებენ მათ საკუთრებას, ინვესტიციებსა და სამომავლო გეგმებს.

„მე ვფიქრობ, რომ ეს არის კერძო საკუთრების ძალიან ცუდი გზით შელახვა, რაც არის დაუშვებელი. პოლიცია უმაღლეს დონეზე მუშაობს პირველივე დღიდან, თუმცა მათ არ აქვთ უფლება ისინი იძულების წესით გამოიყვანონ გარეთ. მე მინდა მათ მოვუწოდო: ეს არის კერძო საკუთრება, ჩვენი ქონება. მათი ქცევით ზიანი ადგება ჩვენს ინვესტიციას და ჩვენს სამომავლო გეგმებს“, – განაცხადა კომპანია As Georgia Dirsi-ს გენერალურმა დირექტორმა ბესო ჯიქურაულმა.

„ჩვენ დიდი იმედი გაქვს, რომ სახელმწიფო ორგანოები ძალიან სწრაფად ჩაერევიან და მალე აღკვეთენ ამ ფაქტს“, – განაცხადა ჯიქურაულმა.

დევნილები დაკავებული Dirsi-ს დატოვებას არ აპირებენ – რა ხდება თბილისის გარეუბანში

ამჟამად იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი საქართველოში 273,4 ათასზე მეტ ადამიანს აქვს, ეს 88,7 ათასზე მეტი ოჯახია. სახელმწიფო ოჯახებს ბინებით უზრუნველყოფს, მაგრამ მათ რიგში წლობით დგომა უწევთ.

საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე კონტროლი გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ ტერიტორიების სუვერენიტეტი აღიარა, საქართველომ კი ამის საპასუხოდ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.