ერევანში შეწყალებული პატიმარი ცემით მოკლეს

გამომძიებლები ცდილობენ დაადგინონ, რისთვის გაუსწორდნენ ყოფილ პატიმარს. არ არის გამორიცხული, რომ ეს მის კრიმინალურ წარსულს უკავშირდება
Sputnik

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. ერევანში ამნისტიით გათავისუფლებული ყოფილი პატიმარი ცემით მოკლეს, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

33 წლის მამაკაცს თავს დაესხნენ 30 მარტს, ის სამედიცინო დაწესებულებაში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს. ოთხშაბათს გახდა ცნობილი, რომ ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, მამაკაცი გარდაიცვალა.

პოლიციის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლით „ჯანმრთელობისთვის მძიმე დაზიანების განზრახ მიყენება, რომელმაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია“.

მამაკაცის ცემის ფაქტზე ეჭვმიტანილია სომხეთის ორი მოქალაქე. მიმდინარეობს გამოძიება.