თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. რუსული ესტრადის ცნობილი ვარსკვლავი, რუსეთის დამსახურებული არტისტი და სიმღერების ავტორი სტას მიხაილოვი თბილსს ეწვია.
ფოტო, რომელიც შავთელის ქუჩაზეა გადაღებული და სადაც თბილისის ისტორიული ნაწილია აღბეჭდილი, მომღერალმა Instagram-ზე დადო.
„ყველას მშვიდობიანი დღე! თბილისიდან მოგესალმებით!!!" – წერს მიხაილოვი.
სტას მიხაილოვი თბილისს მეუღლესთან ინა მიხაილოვასთან და მეგობრებთან ერთად ეწვია.
როგორც ფოტოებიდან ჩანს, რუსი მომღერალი საქართველოში ქართული პუბლიკის წინაშე გამოსვლას გეგმავს.
სტას მიხაილოვი პრემია „წლის შანსონის" მრავალგზის ლაურეატია, ასევე არის „ოქროს გრამოფონისა" და ფესტივალ „წლის სიმღერის" პრემიის მფლობელი. მას Forbes-ის რეიტინგებში რუს ცნობად სახეებს შორის საპატიო ადგილი უკავია.