თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში მშენებარე ობიექტზე კედლის ჩამონგრევის შედეგად სამი მუშა დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
მაშველებმა ნანგრევებიდან დაშავებულები უკვე გამოიყვანეს. ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებული.
მომხდარზე სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.