ფარავნის უღელტეხილზე მოძრაობა აიკრძალა

აკრძალვები ძლიერი ქარის, ნამქერებისა და შეზღუდული ხილვადობის გამოა დაწესებული
Sputnik

თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ფარავნის უღელტეხილზე მოძრაობა აიკრძალა, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

არამდგრადი ამინდი

კერძოდ, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110-ე კმ. მონაკვეთზე (ფარავანის უღელტეხილი).

უწყების ცნობით, აკრძალვები ძლიერი ქარის, ნამქერებისა და შეზღუდული ხილვადობის გამოა დაწესებული.